ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსანი" ჭიათურის მერს წარუდგინეს
ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსანი" ჭიათურის მერს წარუდგინეს

 შოთა რუსთაველის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით და ორგანიზებით, 2016 წლის გაზაფხულიდან ,,ვეფხისტყაოსნის“ გადაწერა დაიწყო,რომელმაც თითქმის მთელი საქართველო მოიცვა.
ამჟამად წიგნის გადაწერის პროცესი დასრულებულია. ნაშრომის ფართო საზოგადოებისთვის ჩვენება, სავარაუდოდ, მაისის თვეში მოხდება. 
ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსანი“ დღეს კულტურის სამსახურის თანამშრომლებმა ჭიათურის მერს პაატა ნადირაძეს წარუდგინეს. მერმა ნაშრომი მოიწონა და წიგნის პრეზენტაციისთვის სრული მხარდაჭერა აღუთქვა.