ჭიათურის მერმა უკრაინის ელჩს უმასპინძლა
ჭიათურის მერმა უკრაინის ელჩს უმასპინძლა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე დღეს საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს და მის პირველ მოადგილეს ოლეგ პოგონეტს მასპინძლობდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ელჩი ჭიათურის პოტენციალს გაეცნო და მომავალი თანამშრომლობის სურვილი და მზაობა გამოთქვა. უკრაინის ელჩი განსაკუთრებით „ჯორჯიან მანგანეზის“საქმიანობით და საწარმოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა ,ვინაიდან ორგანიზაციის მენეჯმენტში უკრაინელები მრავლად არიან წარმოდგენილნი.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ინა ასანიძე ესწრებოდნენ. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის ელჩმა და მისმა მოადგილემ კაცხის სვეტი და ტაძარი დაათვალიერეს, „ჯორჯიან მანგანეზის“ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად კი კოროხნალის მაღაროში იმყოფებოდნენ.