ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა
ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ მერიის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის ქუჩებში შემხვედრ ქალბატონებს ქალთა დღე მიულოცა და მისალოც ბარათებთან ერთად თაიგულები მიართვა . პაატა ნადირაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში,სავაჭრო ობიექტებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებშიც შევიდა და ქალბატონებს გაზაფხულის ულამაზესი დღესასწაული მიულოცა.ქალაქის მერთან ერთად მათ ყვავილებს ბავშვებიც გადაცემდნენ . მერის ინიციატივამ დადებითი ემოცია გამოიწვია ქუჩებში,რამაც წინასარვამარტო სასიამოვნო განწყობა შექმნა ქალაქში.აქცია მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.