საშევარდნოზე, კლდეზე ცოცვის ფესტივალი ჩატარდა
საშევარდნოზე, კლდეზე ცოცვის ფესტივალი ჩატარდა

დღეს ჭიათურაში, საშევარდნოზე, კლდეზე ცოცვის ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი ტრაგიკულად გარდაცვლილი მთამსვლელის, ირაკლი გრამატოპულოს ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიება საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და ირაკლი გრამატოპულოს ფონდის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალში რამდენიმე კლუბთან ერთად, მონაწილეობას ჭიათურის მთამსვლელთა კლუბი ,,კარიანი კლდე" და მოყვარულები იღებდნენ. ჭიათურის მთასვლელთა კლუბი ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო.