ჭიათურის მუნიციპალიტეტის შესახებ ახალი წიგნი გამოიცა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის შესახებ ახალი წიგნი გამოიცა

ჭიათურის კულტურის ცენტრში თსუ-ს ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილისა და უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გამოცემული წიგნის- ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტი“ მრეზენტაცია ჩატარდა. პრეზენტაციას გიორგი დვალაშვილი წიგნის თანაავტორებთან ერთად უძღვებოდა. 
,,ჭიათურის მუნიციპალიტეტი“ ჭიათურისა და მისი ყველა სოფლის გეოგრაფიულ-ისტორიულ კვლევას მოიცავს, სადაც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი ძეგლების ტურისტულ-რეკრეაციული, აგრარული, სამკურნალო, სპორტული, კულტურულ-ისტორიული, სპელეოლოგიური, არქეოლოგიური მნიშვნელობა და პოტენციალი. კვლევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტის ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევის“ ფარგლებში ჩატარდა. 
პრეზენტაციას ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი დვალაშვილს ჭიათურაზე შექმნილი წიგნისთვის მადლობა გადაუხადა. 
პრეზენტაციზე დამსწრეებს ახლადგამოცემული წიგნი საჩუქრად გადაეცათ.