ჭიათურა-საჩხერის საავტომობილო გზის გაწმენდის მიზნით სპეციალური ჯგუფი შეიქმნა
ჭიათურა-საჩხერის საავტომობილო გზის გაწმენდის მიზნით სპეციალური ჯგუფი შეიქმნა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურში სპეციალური 6 კაციანი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ცენტრალური საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოებისთვის იმუშავებს. ახლად შექმნილმა ჯგუფმა, ჭიათურა- საჩხერის საავტომობილო გზაზე, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება დღეიდან დაიწყო. მუშახელისა და სპეც-ტექნიკის ერთობლივი მუშაობით გზის ნაპირების კაპიტალური გაწმენდა ხდება. 
ჭიათურა-საჩხერის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოები ჭიათურის მერის პირველმა მოადგილემ გივი მოდებაძემ დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სამსახურის უფროსთან, ზურაბ ცარციძესთან ერთად დაათვალიერა. როგორც გივი მოდებაძემ აღნიშნა, სპეციალური ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს, გზის გაწმენდის შემდეგ კი, მისი გადარეცხვითი სამუშაოები ჩატარდება.