ჭიათურის მერი ამერიკელ ექსპერტს კეილ კასეს შეხვდა
ჭიათურის მერი ამერიკელ ექსპერტს კეილ კასეს შეხვდა

ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე და მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე წყლის ამერიკელ ექსპერტს კეილ კასეს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ წყლის სისტემებს, არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებს. ჭიათურის მერმა უცხოელ ექსპერტს მუნიპალიტეტის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა ქალაქის 24-საათიანი წყალმომარების პროექტზეც ისაუბრეს. 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო USAID – ის ჩართულობით, წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და ამ სფეროს ეფექტიან ფუნქციონირებაზე მუშაობს. პირველ ეტაპზე არსებული სისტემის შესწავლა ხორციელდება.