,,KONTAK FILM” ჭიათურაში ფილმს გადაიღებს
,,KONTAK FILM” ჭიათურაში ფილმს გადაიღებს

თურქული გადამღები კომპანია ,,KONTAK FILM” ჭიათურაში ფილმს სახელწოდებით ,,ჩრდილის ქვეშ“ (IN THE SHADOWS) გადაიღებს. კომპანიის წარმომადგენლებს დღეს ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე შეხვდა. გამართულ შეხვედრაზე ფილმის გადაღების სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მუნიციპალიტეტის მერი გადამღები კომპანიის წარმომადგენლებს თანამშრომლობასა და მხარდაჭერას დაჰპირდა. 
გადაღებები 2018 წლის მარტის თვეში დაიწყება და 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.