ჭიათურაში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება
ჭიათურაში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება

➡️დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი პაატა ნადირაძე უძღვებოდა. ყოველკვირეულ თათბირს მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე, მერიის სამსახურებისა და განყოფილების უფროსები და მოვალეობის შემსრულებლები ესწრებოდნენ.
,, მინდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია მოგაწოდოთ. ყველა პროექტი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა წარდგენილი მთავრობის შესაბამისი უწყებების წინაშე, დამტკიცებულია სათანადო ფინანსური უზრუნველყოფით და უახლოესი მომავლიდან ჭიათურისათვის ბევრი სასიკეთო საქმე და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება"'- განაცხადა ქალაქის მერმა პაატა ნადირაძემ.
ქალაქის მერმა თათბირზე მყოფი ყველა სამსახურის ხელმძღვანელისაგან მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა და სამომავლო პროექტების განხორციელებაზეც ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ქალაქის იერსახის გალამაზებაზე, განსაკუთრებით გიორგაძის ქუჩის ფასადების მოწესრიგებაზე, რომელიც ქალაქში შემომსვლელ სტუმრებს პირველ შთაბეჭდილებას უქმნის,ასევე მოწესრიგდება ,,მაღაროელთა"' მოედნიდან ავტოსადგურის ტერიტორიამდე ყველა კერძო სავაჭრო ობიექტისა და აგრარული ბაზრის ფასადები.
➡️თათბირზე საუბარი შეეხო უნებართვო გარე ვაჭრობის აკრძალვის ღონისძიებების ბოლომდე მიყვანას, რათა არ იყვნენ პრივილეგირებული გარე მოვაჭრეები და ყველა დაემორჩილოს მერიის შესაბამისი სამსახურების დებულებას უნებართვო გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ.
ქალაქის მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უმწეოთა სასადილოს ფუნქციონირებაზე და მერიის მხრიდან შესაბამისი კონტროლის ჩართვის აუცილებლობაზე,რათა ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი მოვალეობები და არც ერთი ბენეფიციარი არ იყოს უკმაყოფილო მომსახურებით.
#იმერეთი2018 #ჭიათურა2018 #თათბირი