24 იანვრის თათბირი
24 იანვრის თათბირი

►დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი პაატა ნადირაძე უძღვებოდა. ყოველკვირეულ თათბირს მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე,მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები და მოვალეობების შემსრულებლები ესწრებოდნენ.
►მერმა შეხვედრაზე მყოფი ყველა სამსახურის ხელმძღვანელისგან მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა და სამომავლო პროექტების განხორციელებაზეც ისაუბრა.

►თათბირზე ყურადღება გამახვილდა ქალაქის იერსახისგალამაზების კუთხით ჩასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე.ამ კუთხით ყველაზე დიდ პრობლემას ის უსახური შენობები წარმოადგენენ,რომლებიც ასე მრავლადაა ჩვენს ქალაქში

" ჭიათურაში გარე ვაჭრობის მოწესრიგება შეუძლებლად მიაჩნდათ,მაგრამ მისი აღმოფხვრა შევძელით ,ასევე შევძლებთ ქალაქის იმ უსახური შენობა-ნაგებობისგან გათავისუფლებას, ასე რომ ამახინჯებს გარემოს და გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს" .-განაცხადა პაატა ნადირაძემ.
►თათბირზე ასევე ,საუბარი შეეხო ტრანსპორტის სფეროში არსებულ ქაოსს.საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით,მერმა შესაბამის სამსახურებს ვითარების დროულად გამოსწორება დაავალა.სამომავლოდ კი,აღნიშნული სამსახურის ჩამოყალიბების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
►დღევანდელ თათბირზე ქალაქის მერმა კვლავ ისაუბრა „ჯორჯიან მანგანეზსა“ და ჭიათურის მერიას შორის არსებულ საქმიან ურთიერთობაზე, რაც რუსთაველის ქუჩაზე მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დატბორვისას, საწარმოს ადგილობრივი ხელმძღვანელობის ძალისხმევით, პრობლემის ოპერატიულად მოგვარებაში გამოიხატა.