ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“12 ფინალისტს შორის მოხვდა
ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“12 ფინალისტს შორის მოხვდა

 ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“12 ფინალისტს შორის მოხვდა.

16 იანვარს, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გამართა ბრიფინგი, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზებისა და დავით გარეჯის ევროპა ნოსტრას „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალისტს შორის მოხვედრასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო საზოგადოებამ ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა საქართველოს ინდუსტრიულ ძეგლებთან მიმართებაში.