ჭიათურის მერიაში თათბირი ჩატარდა
ჭიათურის მერიაში თათბირი ჩატარდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტრადიციული თათბირი ჩატრდა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე - გივი მოდებაძე უძღვებოდა. სხდომას მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები ესწრებოდნენ. თათბირზე გივი მოდებაძემ მუნიციპალური სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ხელმძღვანელმა პირებმა მერიის იურისტებთან ერთად იმსჯელეს მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული ფირმების მიერ ხელშეკრულებაში ჩადებული პირობების შესრულების საკითხზე. როგორც გივი მოდებაძემ განაცხადა, მკაცრად გაკონტროლდება, თუ როგორ შეასრულებს ტენდერში გამარჯვებული ესა თუ ის ფირმა ხელშეკრულებაში ჩადებულ ყველა პირობას.
თათბირზე სამსახურის ხელმძღვანელებმა მათი სფეროების შესაბამისი დავალებები მიიღეს და მიმდინარე კვირის სამუშაო გეგმა დასახეს.