თათბირი მერის წარმომადგენლებთან
თათბირი მერის წარმომადგენლებთან

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი ჩააატარა. სხდომას მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე, სამსახურის უფროსები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თავდაპირველად, პაატა ნადირაძემ პირველ მოადგილეს - გივი მოდებაძეს ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე უკანონო გარე ვაჭრობის აღკვეთისთვის მადლობა გადაუხადა. მერმა განაცხადა, რომ უკანონო გარე ვაჭრობის პრობლემა ჭიათურაში საბოლოოდ მოგვარდება და ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება.

პაატა ნადირაძემ მიმდინარე წლის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარ გამოწვევას სოფლების ცენტრებამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სოფლების გაზიფიცირება და მუნიციპალიტეტის მასშტაბით წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სათანადო ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია.

დღევანდელ თათბირზე პაატა ნადირაძემ თითოეულ წარმომადგენელს ინდივიდუალურად მოუსმინა და სოფლებში არსებული იმ პრიორიტეტული საკითხების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელთა განხორციელებაც პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს.