ახალი წელი ჭიათურაში
ახალი წელი ჭიათურაში

ჭიათურაში, კულტურის ცენტრის წინ საახალწლო კონცერტი გაიმართა,რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე,პირველი მოადგილე გივი მოდებაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჭიათურის მერმა მოსახლეობას ახალი წლის დადგომა მიულოცა.
სადღესასწაულო კონცერტში ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები და მოწვეული მომღერლები მონაწილეობდნენ. 
წლის მთავარი დღესასწაულის დადგომა გრანდიოზული ფოიერვერკით აღინიშნა.