,,ფრანის" კონცერტი ჭიათურის თეატრში
,,ფრანის" კონცერტი ჭიათურის თეატრში

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში ჯგუფ ,,ფრანის“ წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. მუსიკალური ჯგუფის კონცერტი კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

,,ფრანის“ კონცერტს ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე და მერის მოადგილე გივი მოდებაძე ესწრებოდნენ. პაატა ნადირაძემ თეატრში შეკრებილებს სიტყვით მიმართა და მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.