პრემიერა ჭიათურის თეატრში
პრემიერა ჭიათურის თეატრში

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ- სახელმწიფო თეატრში წლის ბოლო პრემიერა გაიმართა. თეატრის მთავარმა რეჟისორმა მამუკა ცერცვაძემ, ინგლისელი დრამატურგის რეი კუნის კომედია " მოუხელთებელი" დადგა.პიესა თამაზ გოდერძიშვილმა გადმოაქართულა. მხატვრობა ბარბარა ასლამაზაშვილს ეკუთვნის. სპექტაკლში მსახიობები: სოფო ლეთოდიანი, თამარ ჯაჯანაშვილი, გია კენჭოშვილი, ამირან ნასყიდაშვილი, ანზორ ცაბაძე, გიორგი ჩაჩანიძე, თემურ ფირცხალაიშვილი და არჩილ ხვედელიძე მონაწილეობენ. პრემიერამ,რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, წარმატებით ჩაიარა.