26 დეკემბრის თათბირი
26 დეკემბრის თათბირი

ჭიათურის მერიაში სამშაბათის თათბირი გაიმართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე მთავარი განსახილველი თემა ჭიათურის მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების საკითხი იყო. ძლიერი წვიმების შედეგად, უკვე რამდენიმე დღეა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყალი არ მიეწოდება. საკითხთან დაკავშირებით განცხადება წყალმომარაგების კომპანიის ჭიათურის სერვის ცენტრის უფროსმა კობა ქიმაძემ გააკეთა და აღნიშნა,რომ ამ ეტაპზე წყალი მხოლოდ ზედა და ქვედა ნაგუთის დასახლებას არ მიეწოდება,მაგრამ . ცისტერნებით წყალს ორივე დასახლების მაცხოვრებლებს ეტაპობრივად მიუტანენ.

ცნობისათვის: ჭიათურაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სრულიად ახალი სათავე ნაგებობა: შემკრები რეზერვუარი და ჭაბურღილები. ასევე აშენდება საქლორატორო სადგური. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლები 24 საათიანი, სტაბილური წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი.