აღმაშენებლის ქუჩაზე ძლიერი წვიმების შედეგად საყრდენი კედელი ჩამოიშალა
აღმაშენებლის ქუჩაზე ძლიერი წვიმების შედეგად საყრდენი კედელი ჩამოიშალა

ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ძლიერი წვიმების შედეგად საყრდენი კედელი ჩამოიშალა. ადგილზე არსებული ვითარება ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ და მერის მოადგილე - გივი მოდებაძემ დაათვალიერეს. მუნიციპალტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრნენ. პაატა ნადირაძემ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს პირველ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება დაავალა.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება, შემდგომ კი -კედლის სრულად აღდგენა მოხდება.