ჭიათურის მერმა მე-12 სკოლის მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა
ჭიათურის მერმა მე-12 სკოლის მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ და აზერბაიჯანული კომპანია ,,Akkord” - ის დამფუძნებელმა ალექს ჯაფაროვმა ჭიათურის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. 
აზერბაიჯანული კომპანია ,,Akkord” სახემწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელიც ჭიათურის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტს განახორციელებს.