წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჭიათურაში ჩამოაბრძანეს
წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჭიათურაში ჩამოაბრძანეს

დღეს ჭიათურაში, ხარების სახელობის ეკლესიაში წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მიაბრძანეს,რომლის შემდეგაც ჭიათურა-საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა პარაკლისი აღავლინა.მრევლს შესაძლებლობა ჰქონდა მიახლოვებოდა სიწმინდეს.
პარაკლისს ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ჭიათურაში მრევლი წმინდა ნაწილების მოლოცვას 19 დეკემბრამდე შეძლებს.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს ექვსი თვით ჩამოაბრძანეს.