ჭიათურის მერიაში ტრადიციული თათბირი ჩატარდა
ჭიათურის მერიაში ტრადიციული თათბირი ჩატარდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტრადიციული თათბირი ჩატრდა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე - გივი მოდებაძე უძღვებოდა. სხდომას მერიის სამსახურების უფროსები და  ჭიათურის მერის ახლადდანიშნული თანაშემწე ნოდარ ჩაჩანიძე ესწრებოდა. პირველი საკითხი, რომლის შესახებაც თათბირზე იმსჯელეს, გარე ვაჭრობის დარეგულირებას შეეხებოდა. საკითხთან დაკავშირებით, არქიტექტურის, ზედამხედველობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა დავით მაჭავარიანმა ისაუბრა. მისი თქმით,ადგილობრივ პოლიციასთან ერთად უკვე დაწყებულია უკანონო გარე ვაჭრობის აკრძალვის პროცესი. მუნიციპალიტეტში ყოფილი ,,უნივერმაღისმიმდებარედ საახალწლო ბაზრობა მოეწყო, სადაც ნებისმიერი გარე მოვაჭრე საკუთარი პროდუქტის რეალიზებას შეძლებს. მერის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ახალი წლის სამზადისზეც. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრეს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი გიორგაძემ და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ზურაბ ცარციძემ. ირაკლი გიორგაძის განცხადებით, საახელწო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 2 იანვრამდე გაგრძელდება. ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები და მოეწყობა სოციალური აქციები.