პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება
პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ჭიათურის თეატრში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავის და დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიება ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურმა მამა გიორგი წერეთელმა მოაწყო. 
პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი და ეპარქიის მღვდელმთავარი - მეუფე დანიელი ესწრებოდნენ. პაატა ნადირაძემ დარბაზში შეკრებილებს სიტყვით მიმართა.