ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩატარდა
ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩატარდა

ჭიათურის მეორე საჯარო სკოლაში საინფარმაციო შეხვედრა მოეწყო. მოწვეულმა სტუმრებმა და მასპინძლებმა იმ პროექტების შესახებ იმსჯელეს,რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრას ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე,პირველ მოადგილესთან გივი მოდებაძესთან ერთად ესწრებოდა. მერმა მეორე საჯარო სკოლა დიპლომით დააჯილდოვა. სკოლა მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.
შეხვედრაზე ახალგაზრდებს მერიის სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის სამსახურმა მიაწოდა ინფორმაცია, ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების შესახებ, ახალგაზრდების მიერ ინიცირებულ პროექტებს მერია დააფინანსებს.კონკურსის ვადები თებერვალში გახდება ცნობილი.
პაატა ნადირაძემ საჯარო სკოლის მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და ახალი ინიციატივა გააჟღერა. მერმა მუნიციპალურ სამსახურებსა და ადგილობრივ რესურს ცენტრს მოსწავლეთა შორის კონკურსის ჩატარება დაავალა. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე კი ერთი დღით ჭიათურის მერის პოსტს დაიკავებს.