ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი ჩატარდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი ჩატარდა

►ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა,რომელსაც ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე უძღვებოდა. პაატა ნადირაძემ სამსახურებისგან მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია მოისმინა და ახალი დავალებები გასცა. 
► ქალაქის მერმა ქალაქში გარე ვაჭრობის კუთხით შექნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და შესაბამის სამსახურებს აღნიშნული საკითხის უახლოეს პერიოდში მოგვარება დაავალა,რაც გარე მოვაჭრეების ყოფილი ,,უნივერმაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაყვანას ითვალისწინებს. 
► თათბირზე ასევე, საუბარი შეეხო საჩხერის გზატკეცილზე მიმდინარე გზების გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას
► მერმა ყურადღება გაამახვილა ჭიათურის მერიასა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის აღდგენილ საქმიან ურთიერთობაზე და დასძინა,რომ კომპანია მზადაა კუთვნილი სპეც.ტექნიკა მოახმაროს აღნიშნული სამუშაოების შესრულებას.
► პაატა ნადირაძე ტრანსპორტის თემასაც შეეხო და პირველ მოადგილეს, გივი მოდებაძეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ვითარების მოწესრიგება დაავალა. 
►თათბირს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ესწრებოდა.