ჭიათურის მერმა გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა
ჭიათურის მერმა გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ და მერის მოადგილე გივი მოდებაძემ საჩხერის გზატკეცილზე ცენტრალური საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. 
საჩხერის გზატკეცილზე საგზაო დეპარტამენტი გზის ნაპირების გაწმენდას აწარმოებს. პირველ ეტაპზე გზის გაწმენდა სპეც ტექნიკის საშუალებით მოხდება, რის შემდეგაც გზის გადარეცხვითი სამუშაოები ჩატარდება. 
პაატა ნადირაძემ ჭიათურის შემოსასვლელიც დაათვალიერა და საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ისაუბრა.