ჭიათურაში უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდა
ჭიათურაში უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდა

ჭიათურაში, მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს მოძრავი ლაბორატორიის მიერ, C ჰეპატიტზე და შიდსზე ჩატარდა ტესტირება. აქცია,რომლის მოწყობაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო, უფასო გახლდათ და ნებისმიერ მსურველს ჰქონდა გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა.