,,ხელოვნების საათი მუზეუმის სივრცეში"
,,ხელოვნების საათი მუზეუმის სივრცეში"

ჭიათურის კულტურის ცენტრში საგანმანათლებლო კვირეული „ხელოვნების საათი მუზეუმის სივრცეში“ მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში, დღეს გამართულ ღონისძიებაზე, მუზეუმის საგამოფენო დარბაზსა და შენობის ფოიეში, სამხატვრო აკადემიისა და სამხატვრო სკოლა „ნიკალა“-ს მოსწავლეების თემატური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. პარალელურად, მუზეუმის სივრცეში მოსწავლეებმა ნახატები თავისუფალ თემაზე შეასრულეს 
ღონისძიებას ჭიათურის მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე ესწრებოდა, რომელმაც ნორჩ მხატვრებს დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.