ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენები განიხილა
ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენები განიხილა

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს გამართულ თათბირზე ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენები განიხილა. მრავალ აქტუალურ საკითხთან ერთად,პაატა ნადირაძემ აქცენტი ქუჩების მოწესრიგებასა და გადარეცხვითი სამუშაოების სისტემატური ჩატარების აუცილებლობაზე გააკეთა და აღნიშნა,რომ ქალაქის კეთილმოწყობა და მისი მოვლა-პატრონობა ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი უნდა გახდეს.
►ჭიათურის მერი გარე ვაჭრობის თემასაც შეეხო და განაცხადა,რომ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
►პაატა ნადირაძემ,დღესვე სამსახურის ხელმძღვანელებს მერის პირველი მოადგილე -გივი მოდებაძე წარუდგინა.
►გივი მოდებაძე სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების უფროსად მუშაობდა.