საფეხბურთო გუნდმა "ჭიათურამ" ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასზე მეორე ადგილი დაიკავა
საფეხბურთო გუნდმა "ჭიათურამ" ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასზე მეორე ადგილი დაიკავა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის საფეხბურთო გუნდმა "ჭიათურამ" ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. ვიცე ჩემპიონები იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა სამახსოვრო მედლებითა და თასით დააჯილდოვეს. 
დაჯილდოების ცერემონიალს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე დაესწრო,რომელმაც ჭაბუკ ფეხბურთელებს წარმატება მიულოცა და გამარჯვებულის მედლები გადასცა.