ჭიათურაში სკრინინგ-კვლევების უფასო აქცია ჩატარდება
ჭიათურაში სკრინინგ-კვლევების უფასო აქცია ჩატარდება
უახლოეს კვირაში ჭიათურაში სკრინინგ-კვლევების უფასო აქცია ჩატარდება, სადაც მოსახლეობას საშუალება მიეცემა სხვადასხვა სახის დაავადებებზე გამოკვევა უფასოდ ჩაიტაროს - ამის შესახებ ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ დაავადება კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას ისაუბრა.
დღეს, გამართული შეხვედრის მიზანს 2017 წელს საზოგადოებრი ჯანდაცვის სამსახურის მიერ ჭიათურაში გაწეული სამუშაოების შეფასება და სამომავლო გეგმების დასახვა წარმოადგენდა.
პაატა ნადირაძემ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამსახურის წარმომადგენლებს მხარდაჭერა აღუთქვა, მათ მიერ გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასა და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.