თათბირი მერის წარმომადგენლებთან
თათბირი მერის წარმომადგენლებთან

►ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან საგანგებო თათბირი გამართა,სადაც არსებული მდგომარეობა და ამინდის გაუარესების შემთხვევაში, გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა განიხილა.
►პაატა ნადირაძემ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს 24 საათიან რეჟიმში მზადყოფნისაკენ მოუწოდა და მისთვის ყოველდღიური ინფორმაციის მოწოდება დაავალა.
►თათბირზე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს.
კერძოდ, ჭიათურის მერი წელს სოფლებში ჩატარებული მოხრეშვითი სამუშაოების კუთხით არსებულ ვითარებას ,რომლის შესრულების ხარსიხზეც წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოხატეს, გაეცნო და აღნიშნულთან დაკავშირებით, გარკვეულ სამსახურებს შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაავალა .
►თათბირს სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.