გიორგობა ჭიათურაში
გიორგობა ჭიათურაში

გიორგობის დღესასწაულზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ინა ასანიძესთან ერთად, კაცხის სვეტზე მამათა მონისტრის ბერები მოინახულა და პირველადი საჭიროების პროდუქტები გადასცა .
►ამასთანავე მღვიმევის დედათა მონასტერს ესტუმრა ,სადაც ასევე ყველა აუცილებელი პროდუქტი პირადად მიიტანა.
►საჩუქრები ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სოციალურად დაუცველთა სასადილოშიც მიიტანეს და ბენეფიციარებს გიორგობა მიულოცეს.
►დღესვე პაატა ნადირაძე მე-12 სკოლა-პანსიონს ეწვია და ბავშვებს სხვადასხვა სახის პროდუქტი და ტკბილეული მიუტანა, ხოლო კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის მსახიობებმა ბავშვები გაახალისეს და თოჯინების სპექტაკლით გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.