ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

► ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

► დღესვე ახალი მერი მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა 2018 წლის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პარამეტრები.

►პაატა ნადირაძემ ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობაზე და აღნიშნა,რომ მათი მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში მნიშვნელოვანია.

► ასევე აქცენტი გააკეთა იმ მასშტაბურ პროექტებზე,რომლის განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება ჭიათურაში.

► 2018 წლის ბიუჯეტი 13 202000 ლარით განისაზღვრა.