ჭიათურობა-2017
ჭიათურობა-2017

ჭიათურაში სახალხო დღესასწაული “ჭიათურობა-2017 „ აღინიშნა. გამორჩეულად სანახაობრივმა დღესასწაულმა ,რომელიც სრულიად ჭიათურის მოსახლეობამ იზეიმა, სტარტი ნინოშვილის ქუჩაზე , 11 საათზე აიღო, როცა პატარა ფერიებმა დღესასწაულზე ჩამობრძანებული სტუმრები და მასპინძლები ზეიმზე მიიწვიეს და მათთან ერთად სახალხო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეების მისალმების შემდეგ , დაგეგმილი აქტივობები ნინოშვილის ქუჩაზე გაგრძელდა ,სადაც ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ ,ყოფილმა გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები იხილეს,სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის მიერ წარმოდგენილი ულამაზესი პერფომანსი - ქალაქისა და თეატრის ისტორიიდან,პოეტ ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის სახელობის სკვერში გამართული ლიტერატურული კომპოზია, ქალაქის საჯარო სკოლების,გაერთიანებული ბაღების ,პირველი და მეორე სამუსიკო სკოლების,სპორტული სკოლის,საბიბლიოთეკო გაერთიანების,სამხატვრო სკოლის მიერ წარმოდგენილი შემოდგომის ზეიმი, სპორტული სანახაობები,საკონცერტო ჩვენებები,კერამიკული ნამუშევრების და ნახატების გამოფენები.ამის შემდეგ სტუმრებმა „ გამარჯვების პარკში“ გადაინაცვლეს,სადაც საესტრადო ანსამბლ „ენდორფილდის „ და საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებული მუსიკოსის სანდრო გეგეჭკორის მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრების ფონზე სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობდა: მოეწყო .ალპინიზმის და ტურიზმის საჩვენებელი კუთხე (გამოფენა) „აღმოაჩინე ჭიათურა“ ,რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი დვალაშვილი პირადად უძღვებოდა.ამავე ტერიტორიაზე „ჯორჯიან მანაგანეზის“ სამუზეუმო ექსპონატების,მამა-შვილის პაატა და კარლო ცუცქირიძეების გამოფენა გაიმართა და საზეიმოდ გაიხსნა თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელის,ჭიათურის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის აღზრდილის ლევან ბარათაშვილის მემორიალური დაფა,რომელიც ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ და ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
შემდეგ ღონისძიებებმა კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. იქაც, სადღესასწაულოდ მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები.დღესასწაულში, ტრადიციულად, ადმინისტრაციული ერთეულებიც ჩერთვნენ და ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული კუთხე ფოლკლორითა და სამზარეულოთი წარმოადგინეს .
ჭიათურობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ჭიათურის საპატიო მოქალაქეების არჩევა გახლდათ.წელს ეს პატივი წილად ხვდათ: პოეტ- ქალბატონს დოდო აბაშიძეს, ცნობილ მუსიკოსს მარსელ კაპანაძეს,ფერმწერს გიგი კაპანაძეს და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ლაპარასკოპიული ქირურგიის ფუძემდებელს საქართველოში მერაბ კილაძეს ( სიკვდილის შემდეგ). ასევე საზეიმო ვითარებაში მოხდა წარმატებული ჭიათურელების დაჯილდოება. ქალაქის მერმა პაატა ნადირაძემ თანაქალაქელებს დღესასწაული მიულოცა, ყოფილ გამგებელს ზურაბ კუპატაძეს კი, ჭიათურის ერთგულად მსახურებისათვის მადლობა გადაუხადა და წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა.
ღონისძიებები ცნობილი მომღერლების :ნინი ბადურაშვილის ,აჩიკო ნიჟარაძის, დათუნა მგელაძის კონცერტით და სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა.