ჭიათურაში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება
ჭიათურაში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების დეპარტამენტისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ეწერში, ვაჭევსა და ზოდში დასრულებლი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს, ასევე დაათვალიერეს ჭიათურა-რგანი-ხრეითისა და ჭიათურა-ხვაშითის საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები. 
ზურაბ კუპატაძემ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თითოეული პროექტის შესახებ. სამინისტროს თანამშრომლები ჭიათურაში მიმდინარე და დასრულებული პროექტებით კამაყოფილები დარჩნენ.