24 ივლისის ორშაბათის ტრადიციული თათბირი
24 ივლისის ორშაბათის ტრადიციული თათბირი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ გამგეობის თანამდებობის პირებთან ორშაბათის ტრადიციული თათბირი ჩაატარა. სხდომა გამგებლის სამუშაო ოთახში შედგა. დღევანდელ თათბირზე მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ჭიათურაში ამჟამად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი შესრულების საკითხი განიხილა. ზურაბ კუპატაძემ მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად თითოეული პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ სოფლების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროექტები ხორციელდება.

,,ჩვენ ვანხორცილებთ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს სოფლების მიმართულებით ეს შეეხება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე საბავშვო ბაღების გახსნასა და სოფლის მაცხოვრებელთა სხვა საჭიროებებს" - განაცხადა ზურაბ კუპატაძემ. 

დღესვე, მუნიციპალიტეტის გამგებელმა თითოეული სამსახურის მუშაობა შეაფასა და სამსახურის ხელმძღვანელებს მათი საკურატორო სფეროების შესაბამისი დავალებები მისცა.