თოჯინური სპექტაკლის ,,ტყის კომედიის“ პრემიერა
თოჯინური სპექტაკლის ,,ტყის კომედიის“ პრემიერა

ჭიათურის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში თოჯინური სპექტაკლის ,,ტყის კომედიის“ პრემიერა ჩატარდა. თოჯინური წარმოდგენა რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: თინა მიქაუტიძე, ნანა ჯინჭარაძე, ნანი კუზმენკო, სოფო გოგოლაძე, გია მუყმანიანი, გურამ შუკაკიძე და მაგდა ასანიძე.

წარმოდგენას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ავთანდილ ვაშაძე და გამგეობის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპექტაკლი ვაჟა ფშაველას ნაწარმოების ,,ტყის კომედიის“ მიხედვით შეიქმნა.