ფილმის ჩვენება ჭიათურის თეატრში
ფილმის ჩვენება ჭიათურის თეატრში

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ-დრამატულ თეატრში დოკუმენტური ფილმის ,,თავგანწირვის ტაძარი“ ჩვენება ჩატარდა. ფილმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სტუდია ,,გუთანისა“ და ,,საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების“ მიერ შეიქმნა.

,,თავგანწირვის ტაძარი“ ოჯახის სიწმინდეს შეეხება. ფილმის რეჟისორი ლექსო გელაშვილია.

ჭიათურის თეატრში გამართულ ჩვენებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე, გამგებლის მოადგილე ავთანდილ ვაშაძე მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები და ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

ფილმის ჩვენება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭრით ჩატარდა. პატრიარქის თხოვნით ,,თვაგანწირვის ტაძარის“ ჩვენება საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში შედგება.