17 ივლისის ორშაბათის ტრადიციული თათბირი
17 ივლისის ორშაბათის ტრადიციული თათბირი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ორშაბათის ტრადიციული თათბირი ჩატარდა. სხდომა მუნიციპალიტეტის გამგებლის ზურაბ კუპატაძის მოწვევით ჩატარდა და მას გამგეობის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. დღევანდელ თათბირზე ზურაბ კუპატაძემ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ყველა მიმდინარე პროექტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეული პროექტის განხორციელება ჭიათურისთვის უმნიშვნელოვანესია.

დღევანდელ თათბირზე ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტმა ინერტული მასალების მოპოვების ნებართვა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭიათურის სოფლებში საავტომობილო გზების ე.წ მოხრეშვითი სამუშაოები ჩატარდება.

სხდომის დასასრულს ზურაბ კუპატაძემ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი დავალებები მისცა და წარმატებული კვირა უსურვა.