ჭიათურის გამგებელმა ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
ჭიათურის გამგებელმა ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ სოფელ რცხილათში ხიდის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. გამგებელი ადგილზე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ლაშა გოცაძესთან ერთად იმყოფებოდა. სოფელ რცხილაში ე.წ ,,ჩელტი ვაკეს" დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდის აღდგენა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მშნებელი XXI" ასრულებს. ზურაბ კუპატაძე ადგილზე მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებსაც გაესაუბრა. 
ჭიათურის გამგებელმა ჭიათურა-თაბაგრების დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ხიდის აღდგენის დასრულებული სამუშაოებიც დაათვალიერა. აღნიშნული ხიდის სრულად აღგენის პროცესი რამდენიმე დღის წინ დასრულდა. რის შემდეგაც ხიდის ექსპლუატაციაში გაშვება მოხდა. ზურაბ კუპატაძემ ლაშა გოცაძესთან ერთად ჭიათურა-თაბაგრების დამაკავშირბელ გზაზე კიდევ ერთი ხიდი დაათვალიერა და მის სრულად აღდგენაზე ისაუბრა.