ჭიათურის გამგებელმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ჭიათურის გამგებელმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლაშა გოცაძემ საბავშვო ბაღების გაერთიანების მე-5 და მე-8 განყოფილებები დაათვალიერეს. ამ დროისათვის ორივე ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაღის დათვალიერებისას ზურაბ კუპატაძე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნო. 
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ორივე საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია. ბაღში მოეწყობა თანამედროვე ოთახები, აშენდება ახალი საქვაბე, სრულად განახლდება სამზარეულო, გაკეთდება სველი წერტილები, შეიცვლება საკანალიზაციო ქსელი, დამონტაჯდება გათბობის სისტემა. მე-5 ბაღში სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,tu-ka" ასრულებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 144 284 ლარს შეადგენს.
მე-8 ბაღში პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მშენებელიXXI" ასრულებს. პროექტის საერთო ღირებულება კი 121 284 ლარია.