შეხვედრა წარმომადგენლებთან
შეხვედრა წარმომადგენლებთან
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე თითოეულ სოფელში არსებული ვითარების განხილვა მოხდა. ზურაბ კუპატაძემ სოფლებში მიმდინარე და განსახორციელებ პროექტებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წელს გაზიფიცირების კუთხით ჩასატარებელი სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მაცხოვრებლებისთვის.
,,წელს გაგეგმილია რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება, რაც უმნიშვნელოვანესია თითოეული მოსახლისთვის. ვფიქრობ, სოფლების გაზიფიცირება შეუქცევად ხასიათს მიიღებს და უახლოეს წლებში მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაზიფიცირებული იქნება" - აღნიშნა გამგებელმა.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ჭიათურის სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. გამგებელმა დაწვრილებით ისაუბრა სოფლებში დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პროექტების შესახებ.
,,სოფლებში ჩვენ ვანხორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, ეს ეხება როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ისე წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას. არსებული რესურსიდან გამომდინარე ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა რაც შეიძლება მეტმა მოსახლემ ისარგებლოს ჩვენს მიერ განხორცილებული პროექტით" - განაცხადა გამგებელმა.
შეხვედრის ბოლოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა თითოეულ წარმომადგენელს მოუსმინა. შეხვედრა ზურაბ კუპატაძის ინიციატივით შედგა.