ტოლსტოის ქუჩაზე შიდა ეზოების რეაბილიტაცია დაიწო
ტოლსტოის ქუჩაზე შიდა ეზოების რეაბილიტაცია დაიწო

ჭიათურაში, ტოლსტოის ქუჩაზე შიდა ეზოების რეაბილიტაცია დაიწო. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ქუჩაზე არსებული ყველა ეზოს მოასფალტება. 
ადგილზე მიმდინარე სამუშაოები დღეს ჭიათურის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ და გამგებლის მოადგილე თემურ შეყლაშვილმა დაათვალირეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებსაც გაესაუბრნენ. 
ტოლსტოის ქუჩაზე პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებულმა ფირმა ,,კლასიკ სტროი" ასრულებს. 
პროექტის საერთო ღირებულება 140 800 ლარს შეადგენს.