ჭიათურის სოფლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გრძელდება
ჭიათურის სოფლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გრძელდება

ჭიათურა-ხვაშითის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 1650 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობა დასრულდა. დასრულებული სამუშაოები ჭიათურის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ და გამგებლის მოადგილე თემურ შეყლაშვილმა დაათვალიერეს. 
საავტომობილო გზაზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შპს ,,ლუკრი"-მ შეასრულა. 
ჭიათურა-ხვაშითის საავტომობილო გზა 8 სოფლის მოსახლეობას ემსახურება.