ტოლსტოის ქუჩაზე კერძო სახლებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ტოლსტოის ქუჩაზე კერძო სახლებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ჭიათურაში ტოლსტოის ქუჩაზე კერძო სახლებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ადგილზე ასფალტის საფარის მოწყობა მოხდა.
ასფალტის საფარის მოწყობა ასევე მოხდა ერისთავის ქუჩიდან თეატრთან მისასვლელ გზაზე. 
პროექტის ფარგლებში აღმაშენებლისა და ნიკოპოლის ქუჩების საავტომობილო გზის ორმული დამუშავებაც განხორციელდა. 
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ფირმა ,,კლასიკ სტროიმ" შეასრულა. 
პროექტის საერთო ღირებულებამ 140 800 ლარი შეადგინა.