ჭიათურის გამგებელი სოფლის მეურენეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა
ჭიათურის გამგებელი სოფლის მეურენეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

ჭიათურის გამგებელი სოფლის მეურენეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა 
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ჭიათურის მუნიციპლიტეტის გამგებელთან ზურაბ კუპატაძესთან და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებთან განიხილეს. 
ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული ფური ან დეკეული, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი.
სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული არეალი მაღალმთიანი სტატუსის მქონე 29 მუნიციპალიტეტს მოიცავს.