31 ივლისის ორშაბათის ტრადიციული თათბირი
31 ივლისის ორშაბათის ტრადიციული თათბირი

ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად განიხილა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურული პროექტები.
☑️მაღალმთიანობის საბჭოს ბოლო სხდომაზე მაღალმთიანობის სტატუსი მიენიჭა სოფელ ხვაშითს და განიხილება ჭიათურის სხვა სოფლებისათვის იგივე სტატუსის მინიჭების საკითხი.
აგვისტოს თვეში იგეგმება ფრანგიშვილის, ფანცულაიას და სოფრომაძის ქუჩებზე მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები, განახლდა მიუსაფართა სასადილოს ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს ჭიათურა -ხვაშითის საავტომობილო გზის მშენებლობა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით 20 სოციალურად დაუცველი ბავშვი ისვენებს პერევისის საზაფხულო ბანაკში, რომლებიც მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა სახვა თანამდებობის პირებთან ერთად მოინახულა.
თათბირზე აღინიშნა, რომ ისევე როგორც გასულ წლებში წელსაც ჭიათურაში ტურისტების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნება, რაც გამოწვეულია ჩვენს ქალაქში და მის სოფლებში არსებული უნიკალური ისტორიული ძეგლებით და ეკლესია- მონასტრებით.