ზურაბ კუპატაძე ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა
ზურაბ კუპატაძე ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გამგეობის სხდომათა დარბაზში ჩატარდა. გამართული აუდიენციის მიზანს სოფლის შიდა გზების ე.წ მოხრეშვისთვის ინერტული მასალების განაწილება წამოადგენდა. 
ამ დროისათვის, ჭიათურის მუნიციპალიტეტი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიას ელოდება ქვიშის კარიერებიდან ინერტული მასალების მოპოვების თაობაზე. მთლიანობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტი 11 სხვადასვა კარიერიდან 23 300 კუბური მეტრი ქვიშა ღორღის მოპოვებას ითხოვს. მოპოვებული ინერტული მასალა სოფლებში არსებული შიდა საუბნო გზების რთული მონაკვეთების მოხრეშვას მოხმარდება. 
,,ყველა სოფელში, იქ სადაც ამის საჭიროებაა აუცილებლად უნდა შევიტანოთ ინერტული მასალები და არსებული შიდა საუბნო გზების მოხრეშვა მოვახდინოთ. მოგიწოდებთ იმოქმედეთ თითოეული სოფლის საჭიროებებიდან გამომდინარე და ისე გაანაწილეთ ინერტული მასალები. ჩვენს მიერ გაკეთებული საქმით, რაც შიძლება მეტმა მოსახლემ უნდა მიიღოს სარგებელი" - განაცხადა დღევანდელ შეხვედრაზე ზურაბ კუპატაძემ.